რელიგია
მთავარია, რომ ყველა მოღალატე არ არის - მეუფე ნიკოლოზი
მთავარი ის კი არ არის, ღალატი არსებობს, მთავარია, რომ ყველა მოღალატე არ არის - ეს განცხადება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ახალქალაქის ტაძარში, საკვირაო წირვის შემდეგ გააკეთა.

მეუფე ნიკოლოზმა წაკითხული სახარების განმარტებისას აღნიშნა, რომ ბოროტი იბრძვის, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც უფალსა და ადამიანებს არ ღალატობს.

მან ასევე დღევანდელი წმინდანებიდან წმ.პეტრეს ქალიშვილის პეტროლინას ცხოვრებაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ მოციქულის ქალიშვილი ლოგინადჩავარდნილი ავადმყოფებისა და მთაში მოგზაურთა შემწეა.
| Print |