რელიგია
წმინდა ნინოს გზის მომლოცველებმა ახალციხე დატოვეს
წმინდა ნინოს გზის მომლოცველთა ჯგუფმა ეპარქია დღეს, 21 ივნისს დატოვა და ბორჯომისკენ გაემართა. ისინი გზად აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეივლიან. მორწმუნეები წმინდა ნინოს გავლილ გზას სვეტიცხოველში, 12 ივლისს დაასრულებენ.

20-მდე მორწმუნე ახალციხეში 20 ივნისს შემოვიდა, საკვირაო წირვას საფარის მონასტერში დაესწრო და მოილოცა ზარზმის მონასტერი.

42-დღიანი ფეხით მსვლელობა 1-ელ ივნისს, ფოკის დედათა მონასტრიდან ნინოობის აღნიშვნის შემდეგ დაიწყო.

წმ.ნინოს გზის მომლოცველთა ჯგუფი პირველად 1989 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. 33 წელია, ამ გზას ყოველწლიურად გადიან სასულიერო და საერო ადამიანები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
| Print |