ახალციხის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მართლმადიდებლური ეკლესია შეემატება. სოფელ წინუბანში ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარს საფუძველი ჩაეყარა. საძირკველი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აკურთხა.
ეკლესიის წინამძღვარი მამა ნიკოლოზ აბრამაშვილი იქნება. მისი თქმით, ტაძარი მოსახლეობის მხარდაჭერითა და შემოწირულობებით შენდება. მამა ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ მშენებლობაში წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
წინუბნის ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკური სტილის იქნება. ტაძარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში პირველია, რომელიც წმინდა გაბრიელის სახელზე შენდება.
|