მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა დღეს, 8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყეს, რომელიც ოთხ დიდმარხვას შორის ერთ-ერთია. იგი სულთმოფენობის შემდეგ ერთ კვირაში იწყება და ტრადიციულად, 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სრულდება. წელს მარხვა ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
პეტრე-პავლობის მარხვა შედარებით მსუბუქია. რადგან იგი ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, სხვა დღეებში თევზით ხსნილია.
მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.
|