რელიგია
საპატრიარქო კოვიდინფიცირებულებისთვის პარაკლისებს იხდის
სადღესასწაულო წირვების შემდეგ ახალციხის ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიან, სპეციალურად კოვიდინფიცირებულებისთვის.

ეს გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდვითარების გამო მიიღო. ილია მეორემ სასულიერო პირებს საყოველთაო ლოცვებისკენ მოუწოდა. სასულიერო პირები კოვიდინფიცირებულებისთვის გამოსაჯანმრთელებელ სავედრებელ პარაკლისს ყოველდღე აღავლენენ.

„ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მსოფლიო.

ჩვენ ყოველთვის, ყოველდღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის. აგრეთვე, ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“,
– განაცხადა მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პატრიარქმა.
| Print |