რელიგია
ებრაელები ახალ წელს - როშ ჰაშანას აღნიშნავენ
დღეს, 7 სექტემბერს ებრაელი ერი ახალ წელს - "როშ ჰაშანას" ზეიმობს. ებრაული კალენდრის მიხედვით, 5782 წელი დადგა.

როშ ჰაშანას დღეებში შოფარს (ცხვრის რქის საკრავი) უკრავენ და სიმბოლურ ხილს მიირთმევენ – მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თაფლში ამოვლებული ვაშლი.

როშ ჰაშანა ანუ ებრაული ახალი წელი ისრაელში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ებრაელები სინაგოგაში ხანგრძლივ რიტუალს ესწრებიან, ლოცულობენ და სიმღერებს მღერიან, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. შოფარის ჩაბერვა როშ–ჰაშანას სიმბოლოა და მის ხმას მსოფლიოს ყველა სინაგოგაში გაიგებთ. იგი ებრაელებს სინას მთაზე ათი მცნების ბოძებას, აბრამისა და ისაკის ღვთისადმი ერთგულებას, განსჯის დღის მოახლოებასა და მესიას მოსვლას ახსენებს.

არსებობს ტრადიცია, რომლის მიუხედავად ებრაელები მდინარესთან, ტბასთან ან გაშლილ სივრცესთან მიდიან და ჯიბეებს იფერთხავენ, რაც ცოდვებისგან განწმენდის ერთგვარი სიმბოლოა.

ებრაული კალენდარი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს და მზის წლიურ ციკლს, ეყრდნობა ზუსტ მათემატიკურ გამოთვლებს, ამიტომ ძირითადი რელიგიური დღესასწაულების თარიღი ცვალებადია.
| Print |