Error
რელიგია
პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ბავშვი გახდება
 ჩვილთა საყოველთაო 39-ე ნათლობა 22 მაისს, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზისა და წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა სამების ტაძარში სადღესაწაულო წირვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 19:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს 23 069 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილი არიან. 38-ე საყოველთაო ნათლობა 19 იანვარს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/330626-patriarqis-nathluli-kidev-1-622-bavshvi-gakhdeba.html?fb_action_ids=821177254639831&fb_action_types=og.shares

ნათლობა ჩვილთა საყოველთაო 39-ე ნათლობა 22 მაისს, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზისა და წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს გაიმართება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა სამების ტაძარში სადღესაწაულო წირვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 19:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს 23 069 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილი არიან. 38-ე საყოველთაო ნათლობა 19 იანვარს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/330626-patriarqis-nathluli-kidev-1-622-bavshvi-gakhdeba.html?fb_action_ids=821177254639831&fb_action_types=og.shares

| Print |