რელიგია
დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს - ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოში მისცა.

„ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, იქნება დადებითად გადაწყვეტილი. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, - ბრძანა ილია II-მ.
საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ხმა მისცა კრწანისის საარჩევნო ოლქში არსებული საპილოტე პროექტის ფარგლებში, რომელიც ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეფუძნება.
| Print |