რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ – ზაზა
ვაშაყმაძემ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) , სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო
( მუჯირი), სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის
საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი – ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს
მუფტი – ბეგლარ ქამაშიძე , თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი – რახამინ
მურდუხაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი –
ჰანს იოჰან კიდერლენი, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის
მღვდელმსახური აკაკი (ჭელიძე), იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარე
– დიმიტრი ფირბარი დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა რელიგიის
საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან, რელიგიათა საბჭოს შექმნის საკითხი
განიხილეს და მის მიზნებზე, ამოცანებზე, მუშაობის წესსა და
პრინციპებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილები საბჭოს შექმნის იდეას
დადებითად შეხვდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ამ გზით რელიგიურ
გაერთიანებებსა და სახელმწიფოს შორის, ინტენსიური ურთიერთობა
ჩამოყალიბდება. საბჭოს მომდევნო სამუშაო სხდომის გამართვა მიმდინარე
წლის 28 მაისისთვის დაიგეგმა, სადაც რელიგიური ორგანიზაციის
წარმომადგენლები საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
თავიანთ წინადადებებსა და მოსაზრებებს წარმოადგენენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ –
ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი,
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) , სენაკისა
და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ( მუჯირი), სომეხთა სამოციქულო
მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი –
ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს მუფტი – ბეგლარ ქამაშიძე , თბილისის
დიდი სინაგოგის რაბინი – რახამინ მურდუხაშვილი, საქართველოს
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი – ჰანს იოჰან კიდერლენი,
ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მღვდელმსახური აკაკი
(ჭელიძე), იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარე – დიმიტრი ფირბარი
დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო
სააგენტოსთან, რელიგიათა საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს და
მის მიზნებზე, ამოცანებზე, მუშაობის წესსა და პრინციპებზე
იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილები საბჭოს შექმნის იდეას დადებითად შეხვდნენ.
მათ მიაჩნიათ, რომ ამ გზით რელიგიურ გაერთიანებებსა და
სახელმწიფოს შორის, ინტენსიური ურთიერთობა ჩამოყალიბდება.
საბჭოს მომდევნო სამუშაო სხდომის გამართვა მიმდინარე წლის 28
მაისისთვის დაიგეგმა, სადაც რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები
საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავიანთ
წინადადებებსა და მოსაზრებებს წარმოადგენენ.