საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი წმინდა შალვა ახალციხელის
სახელობის ტაძარში იმყოფება. ეკლესიაში უწმიდესი რამდენიმე წუთის წინ
მივიდა. ილია მეორეს ეზოში მართლმადიდებელი მორწმუნეები დახვდნენ.
პატრიარქი ტაძრიდან საეპარქიო რეზიდენციაში გადაინაცვლებს, სადაც მას
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
უმასპინძლებს. 12 მაისს ილია მეორე ადიგენის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია–მონასტრებს მოილოცავს. 13 მაისს კი
უწმიდესი აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს
აღავლენს. პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას 13 მაისს
დატოვებს. მისი ეპარქიაში ვიზიტი აწყურის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის ხატის აჭარიდან ჩამობრძნებასა და ღვთისმშობლის
კვირეულს უკავშირდება.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი
წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში იმყოფება. ეკლესიაში
უწმიდესი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ილია მეორეს ეზოში
მართლმადიდებელი მორწმუნეები დახვდნენ.
პატრიარქი ტაძრიდან საეპარქიო რეზიდენციაში გადაინაცვლებს, სადაც
მას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
უმასპინძლებს.
12 მაისს ილია მეორე ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მდებარე
ეკლესია–მონასტრებს მოილოცავს.
13 მაისს კი უწმიდესი აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
ტაძარში პარაკლისს აღავლენს.
პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას 13 მაისს
დატოვებს. მისი ეპარქიაში ვიზიტი აწყურის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის ხატის აჭარიდან ჩამობრძნებასა და ღვთისმშობლის
კვირეულს უკავშირდება.