მამა ნიკოლოზი: ,,სიყვარულითა და ერთგულებით ველოდებით მისი უწმიდესობის მობრძანებას"
21:47 / 10.05.2015
11–დან 13 მაისის ჩათვლით საქართველოს პატრიარქი სამცხე–ჯაავხეთში
არსებულ ტაძრებს მოილოცავს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში
ილია მეორის სტუმრობა, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის
აჭარიდან ჩამობრძნებასა და ღვთისმშობლის კვირეულს უკავშირდება.
12 მაისს, 18:00 საათზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, აჭარიდან
ახალციხეში ჩამოაბრძნებენ. მას მრევლი და სასულიერო პირები ახალციხის
მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრში დახვდებიან, სადაც
მთელი ღამის განმავლობაში ღამისთევის ლოცვები აღევლინება. 13 მაისს
ხატს, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში
გადააბრძანებენ, სადაც 10:00 საათზე საზეიმო წირვას წმინდა
სინოდის წევრები აღასრულებენ. წირვის დასასრულს, ტაძარს პატრიარქი
ესტუმრება და პარაკლისს აღავლენს, რის შემდეგაც საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის
ეპარქიაში ვიზიტს დაასრულებს.
11–დან 13 მაისის ჩათვლით საქართველოს პატრიარქი სამცხე–ჯაავხეთში
არსებულ ტაძრებს მოილოცავს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში
ილია მეორის სტუმრობა, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის
აჭარიდან ჩამობრძნებასა და ღვთისმშობლის კვირეულს
უკავშირდება.
12 მაისს, 18:00 საათზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს,
აჭარიდან ახალციხეში ჩამოაბრძნებენ. მას მრევლი და სასულიერო პირები
ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრში დახვდებიან,
სადაც მთელი ღამის განმავლობაში ღამისთევის ლოცვები
აღევლინება.
13 მაისს ხატს, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 10:00 საათზე საზეიმო
წირვას წმინდა სინოდის წევრები აღასრულებენ. წირვის დასასრულს, ტაძარს
პატრიარქი ესტუმრება და პარაკლისს აღავლენს, რის შემდეგაც საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის
ეპარქიაში ვიზიტს დაასრულებს.