რელიგია
პატრიარქს არც ერთ ინფიცირებულ მეუფესთან კონტაქტი არ ჰქონია - ილია II-ის ექიმი
,,ექიმების მთელი გუნდი მუშაობს, რომ უსაფრთხო იყოს უწმინდესთან ვიზიტები, ვაკონტროლებთ ყველაფერს”, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა საუბრობს. მისი თქმით, პატრიარქს არც ერთ ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია. ცისანა შარტავა ამბობს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს (მუჯირი), აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
| Print |