„თურქეთო, აღიარე სომეხთა გენოციდი“–ამ შეძახილებით, პლაკატებითა და
დროშებით, 24 აპრილს, ადგილობრივმა სომეხმა ეთნოსმა, 1915 წელი კიდევ
ერთხელ გაიხსენა. ადგილობრივებმა, ახალციხეში მსვლელობა მოაწყვეს და
„ხაჩქართან“ გადაინაცვლეს. „ქვის ჯვართან“ შეკრებილი აქციის
მონაწილეები სიტყვით გამოვიდნენ და თურქეთის ხელისუფლებას, 1915 წელს
დატრიალებული მოვლენების აღიარებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
დღესვე ახალციხის გრიგოლ განმანათლებილის სახელობის ეკლესიაში წლების
წინ დაღუპულ ადამიანთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. 23
აპრილს კი სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, 100 წლის წინ გარდაცვლილი
ადამიანები წმინდანებად შერაცხა. 1915 წლის 24 აპრილს,
კონსტანტინეპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური,
ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო, რამაც
სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა პლეადის მთლიანი
განადგურება გამოიწვია. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის განადგურება,
1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა . სამი წლის განმავლობაში, მილიონზე
მეტი სომეხი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე კი მთელს მსოფლიოში
გაიფანტა. მსოფლიოს 20–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად
აღიარა.
„თურქეთო, აღიარე სომეხთა გენოციდი“–ამ შეძახილებით, პლაკატებითა
და დროშებით, 24 აპრილს, ადგილობრივმა სომეხმა ეთნოსმა, 1915 წელი
კიდევ ერთხელ გაიხსენა. ადგილობრივებმა, ახალციხეში მსვლელობა
მოაწყვეს და „ხაჩქართან“ გადაინაცვლეს. „ქვის ჯვართან“ შეკრებილი
აქციის მონაწილეები სიტყვით გამოვიდნენ და თურქეთის
ხელისუფლებას, 1915 წელს დატრიალებული მოვლენების აღიარებისაკენ
კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
დღესვე ახალციხის გრიგოლ განმანათლებილის სახელობის ეკლესიაში
წლების წინ დაღუპულ ადამიანთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი
აღევლინა. 23 აპრილს კი სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, 100 წლის წინ
გარდაცვლილი ადამიანები წმინდანებად შერაცხა. 1915 წლის 24
აპრილს, კონსტანტინეპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური,
რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება
დაიწყო, რამაც სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა
პლეადის მთლიანი განადგურება გამოიწვია. ეთნიკურად სომეხი
მოსახლეობის განადგურება, 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა . სამი
წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა. დაახლოებით
ამდენივე კი მთელს მსოფლიოში გაიფანტა. მსოფლიოს 20–მდე
ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.