რელიგია
ბორჯომში, მდინარე მტკვარზე, ტრადიციული განბანვის რიტუალი სრულდება
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომში, მდინარე მტკვარზე ტრადიციული განბანვის რიტუალი სრულდება.

მრევლი და სასულიერო პირები, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მოპირდაპირე მხარეს 17:00 საათიდან იკრიბებიან. ტაძრებში წყალი უკვე ეკურთხა, რომელიც მორწმუნეებს დაურიგდათ. ნაკურთხ წყალს ოჯახები, მთელი წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ გამოიყენებენ.

ა(ა)იპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის" ხელმძღვანელის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ნათლისღების ღამეს, სოფელ ყვიბისის, ლიკანის, არდაგნისა და ახალი უბნის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება.

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად ამ დღეს მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა. დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიებში 19 იანვარს აღინიშნება.

ბორჯომის მერიის ფოტო
| Print |