რელიგია
მართლმადიდებელმა ეკლესიამ კორონავირუსით სამი მღვდელმთავარი დაკარგა
გვერდის "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" -ის ცნობით,  საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კორონავირუსული ინფექციის შედეგად, წმინდა სინოდის სამი წევრი მღვდელმთავარი დაკარგა:

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) – გარდაიცვალა 2020 წლის 20 ნოემბერს 65 წლის ასაკში;

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) – გარდაიცვალა 2021 წლის 19 სექტემბერს 62 წლის ასაკში;

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) – გარდაიცვალა 2022 წლის 23 იანვარს 46 წლის ასაკში.

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” -ის აღრიცხვით კორონავირუსს საქართველოში ასევე ემსხვერპლა 18 მღვდელი, 2 დიაკონი, 2 ბერი და 4 მონაზონი.
| Print |