სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით, 1915 წელს დაღუპულ ადამიანებს სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდანებად შერაცხავს. ახალციხის გრიგოლ განამანათლებლის სახლეობის ტაძარში ცერემონია, 23 აპრილს 15:30 წუთზე დაიწყება.
ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას, ეჩმიაძინის წმინდა ტაძრიდან თავიანთი თანამემამულეები პირდაპირი ჩართვის საშუალებით დაუკავშირდებიან და რიტუალს ერთობლივად შეასრულებენ. დაღუპულ ადამიანთა წმინდანად შერაცხვის ცერემონია მსოფლიოს მასშტაბით ყველა სომხურ სამოციქულო ეკელსიაში ერთდროულად შედგება.
ღამის საათებში კი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა სანთლებით, ყვავილებითა და შეძახილებთ ქალაქში მსვლელობას მოაწყობს. საბოლოოდ ადგილობრივები, „ხაჩქართან“ ანუ ქვის ჯვართან შეიკრიბებიან. ისინი ისტორიას გაიხსენებენ და გენოციდის მსხვერპლთათვის პანაშვიდს გადაიხდიან. ხოლო 24 აპრილს გენოციდის დღეს, ახალციხის გრიგოლ განანამათლების სახელობის ეკელსიაში თარიღთან დაკავშირებით წირვა აღევლინება, რომელსაც სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მამა ღევონდ თოფაშიანის თქმით, გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძება.
|