რელიგია
მოკლული დავით მელიქიძის სახელზე დაწერილი ხატი შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარს შესწირეს
8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, მელიქიძეთა საგვარეულომ, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარს წმინდა მეფის ხატი შესწირა. ხატი, გასულ წელს, აბასთუმანში მოკლული დავით მელიქიძის სახელზე დაიწერა. საჭირო ხარჯები მისმა მეგობრებმა გაიღეს. რამდენიმე დღის განმავლობაში სიწმინდე გარდაცვლილის მამის სახლში იყო დაბრძანებული. დღეს დილით ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფეხით მსვლელობა მოაწყეს და ხატი ტაძარში გადააბრძანეს.

დავით მელიქიძეს 2021 წლის 23 აპრილს აბასთუმანში სანადირო თოფიდან ესროლეს. იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე დაკავებული არ არის. სამართალდამცველები მას "წითელი ცირკულარით" ეძებენ.

ასევე ნახეთ:

აბასთუმანში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს;

რა გახდა აბასთუმანში მომხდარი მკვლელობის მიზეზი - ექსკლუზიური ინტერვიუ ლეა დედიაშვილთან;

პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს ისევ ეძებს.
| Print |