მართლმადიდებლურმა სამყარომ აღდგომის დღესასწაული იზეიმა
12 აპრილს, მართლამდიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყივნალე დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანთა მხსნელის, მაცხოვრის აღდგომას ახალციხელი მრევლი განსაკუთრებულად შეხვდა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტანია 11 აპრილს, 23 საათზე დაიწყო. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლე მორწმუნეებს, ტაძრის მღვდელმთავარმა, მამა ნიკოლოზმა გააცნო. ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ, ტაძარში საღვთისმეტყველო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ აღავლინა. მან მრევლთან ერთად ტაძრის 4 მხარე შემოიარა, რა დროსაც ოთხი მახარებლის: მათეს, მარკოზის, იოანესა და ლუკას მიხედვით, ქრისტეს აღდგომის სახარებისეული მომენტები წაიკითხა.

12 აპრილს, მართლამდიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყივნალე დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანთა მხსნელის, მაცხოვრის აღდგომას ახალციხელი მრევლი განსაკუთრებულად შეხვდა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტანია 11 აპრილს, 23 საათზე დაიწყო. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლე მორწმუნეებს, ტაძრის მღვდელმთავარმა, მამა ნიკოლოზმა გააცნო.

ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ, ტაძარში საღვთისმეტყველო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ აღავლინა. მან მრევლთან ერთად ტაძრის 4 მხარე შემოიარა, რა დროსაც ოთხი მახარებლის: მათეს, მარკოზის, იოანესა და ლუკას მიხედვით, ქრისტეს აღდგომის სახარებისეული მომენტები წაიკითხა.

ქრისტეს აღდგომის ბრწყივნალე დღესასწაულზე, შუაღამის ლიტანიას, არაერთი მორწმუნე დაესწრო. მართლმადიდებლები მიიჩნევენ, რომ აღდგომით მაცხოვარმა სიკვდილი დაამარცხა და ქრისტიანებს საუკუნო სიცოცხე უბოძა.

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! – ასე ესალმედიან მართლმადიდებელი მორწმუნეები ერთმანეთს სააღდგომო პერიოდში. ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ ეს დღე  ცოდვაზე გამარჯვების ზეიმია.  სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მისი აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო. მართლმადიდებლურ სამყაროში, აღდგომას წინ მარხვა უსწრებს, რომელიც 48 დღე გრძელდება და მორწმუნეებს დღესასწაულთან შესახვედრად სულიერად ამზადებს.


| Print |