რელიგია
ჩვენ უკრაინელებს ამით ვალს ვუბრუნებთ - მეუფე ნიკოლოზი
მინ­და ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ვუ­თხრა, რომ უკ­რა­ი­ნის ომი ჩვენ პირ­და­პირ გვე­ხე­ბა - უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ტრა­გე­დია მას­შტა­ბე­ბით ერთი ორად და ერთი ათად კი არა, ას­ჯერ და ათას­ჯერ უფრო დი­დი, - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და თავ­გან­წირ­ვა გარ­კე­ულ­წი­ლად, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბაა.

,,რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველ გმი­რებს - მე ვფიქ­რობ, რომ გარ­კე­ულ­წი­ლად ჩვენ უკ­რა­ი­ნე­ლებს ამით ვალს ვუბ­რუ­ნებთ. იმი­ტომ რომ მე მახ­სოვს, აფხა­ზე­თის ომში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რო­გორ ჩა­მო­ვიდ­ნენ. მე ჩემი თვა­ლით ვნა­ხე და გა­ვი­ცა­ნი ის მე­ომ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ და და­ი­ღუპ­ნენ კი­დეც. რა თქმა უნდა, ერთი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლიც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, მაგ­რამ ნუ ომია და სი­ტყვა ომი სა­ში­ნე­ლე­ბას, ტრა­გე­დი­ას ნიშ­ნავს".

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­ცხა­დე­ბით, ის ფიქ­რობს, რომ ომი მალე დამ­თავ­რდე­ბა, თუმ­ცა ვისი გა­მარ­ჯვე­ბით, ამის გარ­კვე­ვა რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

,,ბო­რო­ტე­ბა­ზე ღმერ­თი გა­ი­მარ­ჯვებს, რო­დის და რა ფორ­მით მოხ­დე­ბა ეს არა­ვინ იცის. მე ვფიქ­რობ, რომ ეს ომი ძა­ლი­ან მალე დამ­თავ­რდე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ახლა ვართ გა­უ­გებ­რო­ბა­ში, მე­რეც ვიქ­ნე­ბით. აი, ვინ გა­ი­მარ­ჯვა, ვინ მო­ი­გო ეს ომი, ამის გარ­კვე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ომს ეშ­მა­კი იგებს, იმი­ტომ რომ ამ და­ღუ­პულ ადა­მი­ა­ნებს რაღა გა­ა­ცო­ცხლებს, მაგ­რამ ნუ რა ვქნათ. ეს არ გვიკ­ვირს ჩვენ, მე­ო­მა­რი ქვე­ყა­ნა ვართ. ასე რომ, ჩვენ ვი­ლო­ცოთ. აი, ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა ზუს­ტად ერთი კვი­რის შემ­დეგ იქ­ნე­ბა, რო­დე­საც ჩვენ ქრის­ტეს ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მას ვი­დღე­სას­წა­უ­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.
| Print |