რელიგია
უდეში კათოლიკე მრევლმა ტაძრის დღესასწაული იზეიმა
1-ელ მაისს უდის წმინდა იოსებ მშრომელის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღინიშნება. წმინდა წირვა ტრადიციულად, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ გაიმართა უდის დღის ცენტრის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. დღესვე, ეკლესიის ისტორიის მკვლევარმა ნუგზარ პაპუაშვილმა მისივე წიგნი, "უდე და მისი ისტორია" შეკრებილ მრევლს წარუდგინა.

უდის წმინდა იოსებ მშრომელის ტაძარი 1999 წელს, ივანე მამუკაშვილის მიერ აშენდა.
წყარო: ფეისბუკ გვერდი "კათოლიკე ეკლესია საქართველოში • Catholic Church in Georgia"
| Print |