რელიგია
ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა ისტორიულ ჰერეთში წირვა აღავლინა

 

გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა ისტორიულ ჰერეთში. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან ერთად, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

ადგილობრივ მრევლთან ერთად, ღვთისმსახურებას საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები და ლაგოდეხის ადგილობრივი ხელისუფლება ესწრებოდა. 

მეუფე თეოდორემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, ისტორიული ჰერეთის გამორჩეული სიწმინდე - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოინახულა და სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ამ ტაძარში სალოცავად ადიან როგორც ჰერეთში მცხოვრები ქრისტიანები, ისე მუსლიმები.

 

| Print |