რელიგია
22 მაისს ნიკოლოზობა აღინიშნება
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას ზეიმობს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ისინი მდიდრები იყვნენ და გაჭირვებულებისთვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ღმერთმა მათ ვაჟი - მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი უბოძა. სასწაულთმოქმედების უნარი ნიკოლოზმა პატარაობიდანვე გამოამჟღავნა.

325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით, ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი, კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
Facebook Twitter
თეგები: ნიკოლოზობა /
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 17 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
ასპინძა 15 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 20 °C
img
აბასთუმანი 10 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 12 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
RUB
RUB
100
3.2024
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
AMD
AMD
1000
6.5879
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.