რელიგია
სომხური სამოციქულო ეკლესია მოციქულთა ხსენების დღეს აღნიშნავს
სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესია დღეს, 16 ივლისს იესო ქრისტეს რჩეულ 12 მოციქულსა და მეცამეტე მოციქულს, პავლეს იხსენიებს.

12 მოციქული ქრისტეს მოწაფეები და ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ, მათ იესოს მოძღვრება უქადაგეს სხვადასხვა ერებს. ქრისტეს მცნებათა უდიდესი მქადაგებელი იყო პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა მე -13 მოციქულად. სომხური სამოციქულო ეკლესია 12 მოციქულთა და მე -13 მოციქულად აღიარებულ პავლეს ფერისცვალებამდე ერთი კვირით ადრე იხსენიებს.
| Print |