რელიგია
რაბათში ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ
30 ივლისს მართმადიდებლური სამყარო წმინდა მარინეს ხსენების დღეს ზეიმობს. ახალციხელი მორწმუნეები დღესასწაულს განსაკუთრებულად რაბათში წმინდანის სახელობის ეკლესიაში აღნიშნავენ.

,,ტაძარი წმინდა ქალწულმოწამე მარინეს სახელობისაა, რის გამოც ამ დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. წმ.მარინე მე–4 საუკუნეში მოღვაწეობდა, ის სასტიკად მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ ქრისტიანი იყო. წამების მიუხედავად ქალწული არ გატყდა. ბოლოს მმართველმა გაკოჭილი მარინეს დახრჩობა წყლით სავსე კოდში ბრძანა. მოწამე უფალს სთხოვდა, ეს მისთვის ნათლისღებად შეერაცხა. უფალმა მისი ლოცვა შეისიმინა და მოულოდნელად წმინდანი ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა, საკვრელები თავისით შეიხსნა და თავს ზეციდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა. გააფთრებულმა მმართველმა წმინდა მარინეს თავის მოკვეთა ბრძანა" - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.


| Print |