რელიგია
მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმა მივეცი - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბოდიში მოუხადა ქართულ საზოგადოებას იმის გამო, რომ არჩევნებში ხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისცა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, „ეს არის მისი სირცხვილი, რომ შედეგი ვერ გაითვალისწინა“.

„ცოცხალი თავით იბრძვიან, ერთ ამბავში არიან, ხელისუფლებაში ერთი ნაწილი ცდილობს, მოიყვანოს ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც უამრავი უკეთურება გააკეთა და დღევანდელ დღემდე ძალიან მძიმე პერიოდი მოიყვანა. არსებულმა ხელისუფლებამაც ასევე არ დააკლო. ერთია, რომ პირდაპირ არ ხვრეტდნენ ქუჩებში ხალხს, თორემ, მათ („ქართულმა ოცნებამ“) დანარჩენი კანონმდებლობით მათზე მეტი პრობლემა შეუქმნეს დღევანდელ საქართველოს. რეალურად ისეთი ვითარებაა, რომ ანტიქრისტიანული კანონები სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. ლაპარაკობენ ახლა მედიის თავისუფლებაზე და ამ დროს, ვინც მათ ემსახურება, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, თორემ ვინც სხვანაირად ლაპარაკობს, მათ თავისუფლებაზე არავინ არაფერს ამბობს. ყველამ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ არაფერი არავის გაუკეთებია ისეთი, რაც მათ არ გაუკეთებიათო. გაცილებით მეტად იცავენ ყველა სტანდარტს, მაგრამ ისინი უნდა დაიხურონო. გამოდის უმაღლესი მხედართმთავარი და ამბობს, რომ ტელევიზიები უნდა დაიხუროს, ოღონდ „ცოტა ისე უნდა დაიხუროს“, დაახლოებით ასე ლაპარაკობს, რასაც ამბობს, ისე ვამბობ. მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ მე მას ხმა მივეცი. ეს არის ჩემი სირცხვილი, რომ ვერ გავითვალისწინე შედეგი რა იქნებოდა. სხვისთვის ხმა არცერთხელ მიმიცია, მას მივეცი, წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე...“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ის ქადაგებისას ევროკავშირის მიერ დადგენილ 12 პუნქტსაც შეეხო, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
| Print |