რელიგია
დღეიდან მართლმადიდებლებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო
14 აგვისტოდან, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის მარიამობის მარხვა იწყება, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. მარხვა 28 აგ­ვის­ტოს, ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღესასწაულზე დას­რულ­დე­ბა.

სასულიერო პირები მრევლს მარხვის პერიოდის სიმშვიდით გავლას და მარიამობის მშვიდობიან გათენებას უსურვებენ. მათი განმარტებით, ღმერ­თმა მარ­ხვა იმი­ტომ და­ად­გი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რად და ხორ­ცი­ე­ლად გა­ნიწ­მინ­დოს და იმ გან­წყო­ბით შეხ­ვდეს დღე­სას­წა­ულს, რა გან­წყო­ბაც ეკად­რე­ბა წმინ­და­ნის ან სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნას.

მარ­ხვა­ში ხორცს და რძის ნა­წარმს არ მი­ვირ­თმევთ, იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი კი გვას­წავ­ლის, რომ თან­ხა, რი­თიც ეს პრო­დუქ­ტე­ბი უნდა გვე­ყი­და, შეგ­ვიძ­ლია მო­წყა­ლე­ბის სა­ხით და­ვუ­რი­გოთ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს. ლოც­ვა, აღ­სა­რე­ბა, ზი­ა­რე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა, სი­კე­თე... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ა­ნი მარ­ხვას ინა­ხავ­დეს და მო­წყა­ლე­ბას არ გას­ცემ­დეს, სუ­ლი­ე­რად არ ცხოვ­რობ­დეს.

მარიამობის მარხვის პერიოდში არც თევზის მიღებაა დაშვებული. გამონაკლისია 19 აგვისტო, როცა მართლმადიდებლები ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობენ.
| Print |