რელიგია
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს დედოფლისწყაროს "საპატიო მოქალაქის" წოდება მიენიჭა
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს, ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპარქიის დროებით მმართველს, თეოდორე ჭუაძეს "დედოფლისწყაროს "საპატიო მოქალაქის" წოდება მიენიჭა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიამ ცერემონია ორწლიანი პაუზის შემდეგ გამართა და ამ ტიტულით 5 ადამიანი დააჯილდოვა. მეუფე თეოდორესთან ერთად 2022 წლის დედოფლისწყაროს "საპატიო მოქალაქეები" გახდნენ ცნობილი ანალიტიკური მკვლევარი დავით ქართველიშვილი, ექიმი მარინა ხარაშვილი, რეჟისორი, კულტურის სახლის ხელმძღვანელი ცარო მარტიაშვილი და ღვაწლმოსილი პედაგოგი ნანული ნატროშვილს.

2015 წლიდან დედოფლისწყაროს "საპატიო მოქალაქის" წოდებას ფლობდა კორონავირუსით გარდაცვლილი მეუფე დიმიტრიც. იგი ხორნაბუჯის ეპარქიას 2015 წლიდან გარდაცვალებამდე, 2022 წლამდე ხელმძღვანელობდა.

| Print |