რელიგია
ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკება მესხეთს მოივლის
27 სექტემბერს საქართველოს პორტუგალიიდან ღვთისმშობლის ქანდაკება ეწვევა და 14 ოქტომბრამდე დარჩება.  1917 წელს პატარა პორტუგალიელ მწყემს გოგონებს წმ. მარიამი გამოცხადათ, რომელიც რელიგიის ისტორიაში შევიდა "ფატიმას სამი საიდუმლო"-სახელით.

1917 წლის 13 მაისს, სამ პატარა - 10 წლის ლუსიას, 9 წლის ფრანცისშკუსა და მისი დას, 7 წლის ჟასიტას სოფელ ფატიმადან გასხივოსნებული ქალბატონი გაემოეცხადათ.. ამ სამი მწყემსი ბავშვიდან ერთმა, სახელად ლუსიამ, რომელიც შემდეგში მონაზონი გახდა, აღწერა როგორი იყო ღვთისმშობელი. მისი მონაყოლის მიხედვით შეიქმნა ქანდაკება.

წმ.მარიამის გამოცხადებას პორტუგალიაში, თითქმის 70 ათასამდე ადამიანი დაესწრო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ღვთისმშობელმა ბავშვებს სამი საიდუმლო დაუტოვა.

პირველი იმავე 1917 წელს გაამხილა ლუსიამ: "ჩვენ ვნახეთ ჯოჯოხეთი, სადაც ცოდვილები ხვდებიან, ადამიანები თუ იმას გააკეთებენ, რასაც მე ვეტყვი, ბევრი გადარჩება და იქნება მშვიდობა, ომი (პირველი მსოფლიო-1914-18)დასასრულისკენ მიემართება, ადამიანები თუ კიდევ განაგრძობენ ღმერთის გაწყრომას, შემდეგი პაპის დროს იქნება ამაზე უარესი ომი..."

მეორე საიდუმლოში ეწერა, რომ რუსეთში მალე მოვიდოდა კომუნიზმი და იქნებოდა ბევრი სისხლისღვრა, ამ ქვეყანაში ღმერთს უარყოფენ, თუ რუსეთში დაბრუნდება სიმშვიდე, დაუბრუნდება ღმერთს, მაშინ მთელს მსოფლიოშიც სიმშვიდე დაისადგურებს, გაუნათლებელ პატარა გოგოს, სხვათა შორის კომუნიზმი-ცუდი ადამიანი ეგონა.

მესამე საიდუმლო ლუსიმ დალუქული კონვერტით დატოვა, რომელიც 1957 წელს ვატიკანს გადასცა და გაიხსნა მხოლოდ 2000 წელს. მასში აღწერილია ანგელოზი, რომელიც ითხოვს მონანიებას. ასევე პაპის სიკვდილი ტყვიებისა და ისრებისგან. არსებობს ვერსია, რომ მესამე წინასწარმეტყველება არ იქნა გასაჯაროებული საზოგადოებაში სრული სახით და შესაძლოა, ის საიდუმლოდ დარჩეს სამუდამოდ.

კათოლიკური ეკლესია ოფიციალურად აღიარებს ფატიმის წინასწარმეტყველებას სარწმუნოდ.{{VIDEO}}ქანდაკებით მომლოცევლობა დაიწყება თბილისიდან, მოივლის ქართლს (რუსთავი, გორი, ბეთლემი), კახეთს (სანავარდო, ხიზა, ხიზაბავრა) იმერეთს (ჭიათურა, ქუთაისი, ახალშენი) აჭარას (ბათუმი), გურიას (შრომა, ოზურგეთი), მესხეთს ( ვალე, არალი, უდე, ბენარა, უნწა, აბასთუმანი, ხიზაბავრა, ვარგავი, ახალციხე, ივლიტა) ბოლოს კი, მომლოცველობა დასრულდება რაბათში.

1947 წლიდან დაიწყო ღვთისმშობლის ქანდაკებით მთელს მსოფლიოში მომლოცველობა. მისი მისიაა – მშვიდობა მიიტანოს ყველა ხალხში. ქანდაკება უკვე იმყოფებოდა მსოფლიოს 64 ქვეყანაში. 2022 წლის მარტში იგი უკრაინაშიც ჩაიტანეს. ამჯერად, ქანდაკება სამხრეთ კავკასიას – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოივლის. მომლოცველობა თბილისის საკათედრო ტაძრიდან 28 სექტემბერს დაიწყება და 14 ოქტომბერს ახალციხეში დასრულდება 7 ოქტომბრიდან ქანდაკებას ჩამოაბრძანებენ მესხეთის სამრევლოებში.

7 ოქტომბერი – ვალე

8 ოქტომბერი – არალი

9 ოქტომბერი – უდე, აბასთუმანი, ბენარა, უნწა, ხიზაბავრა

10 ოქტომბერი – ვარგავი, ახალციხე

11 ოქტობერი – ივლიტა

11–14 ოქტომბერი – ახალციხე

მიმლოცველობა დასრულდება ახალციხეში, რაბათის ტაძარში, სადაც მთელი საქართველოდან შეიკრიბებიან სასულიერო პირები და მრევლი. ქანდაკება საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ფოტოს ავტორია Catholic.ge - კათოლიკე ეკლესიის მედია.
| Print |