რელიგია
ხევაშენში ჩამონგრეული მეჩეთი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის
ადიგენის სოფელ ხევაშენის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე ჩივის და დახმარებას ითხოვს. სოფლის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჩამოინგრა და ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის.
სოფელში ამბობენ, რომ ლოდებმა ახლომდებარე მაცხოვრებლების ღობე გადაანგრია და ნანგრევები ეზოში მიმოიფანტა. შენობა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული მუსლიმურ სალოცავს წვიმამ საძირკველი მთლიანად გამოაცალა და შენობის დარჩენილი ნაწილი ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს. მეჩეთს საბჭოთა კავშირის დროს საწყობად, მოგვიანებით კი კლუბად იყენებდნენ.
შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. რა ბედი ელის ისტორიულ შენობას და ადგილობრივ მოსახლეობას - კულტურის სამინისტროში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
| Print |