რელიგია
"ვნების კვირა სინანულის, მწუხარების და განცდის დღეებია" - მამა ნიკოლოზი

ახალციხის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი დიდმარხვის ბოლო კვირის, ვნების შვიდეულის მნიშვნელობაზე "მეცხრე არხთან" საუბრობს. მისი თქმით, ვნების კვირა სინანულის, მწუხარების და განცდის დღეებია. თუმცა გულში სიხარულის განცდა მაინც გვაქვს, რადგან მობრძანდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას ჰქვია. კვირის ექვსი დღე იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. მორწმუნეები ამ პერიოდს მარხვასა და ლოცვაში ატარებენ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდი ეწოდება.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია აღევლინება, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.

| Print |