ჭელის მეჩეთის წინამძღვარი
საქართველოს მუსლიმებისათვის მიმართვას ავრცელებს. ჯამბულ აბულაძე
სრულიად მუსლიმთა მუფთს ჯემალ პაქსაძეს უნდობლობას უცხადებს და მას
სახელმწიფოსთან გარიგებაში ადანაშაულებს. იგი კომპატენტურ პირებს
შორის გაფართოებული შეხვედრების გამართვასა და საქმის დეტალების
მუსლიმთა საზოგადოებისათვის გაცნობას მოითხოვს.
„დღეს ჩვენი ლამაზი სამშობლო განსაცდელშია, რადგან იმის მაგივრად, რომ გაერთიანება და შერიგება მოხდეს, პირიქით შავბნელი ძალა ცდილობს გახლიჩოს საზოგადეობა და მათ შორის მტრობა და სიძულვილი დაამკვიდროს. უფრო მეტიც, ვიღაც ვიღაცებს სურთ რელიგათ შორის განეთქილება ჩამოაგდონ.დღეს ჩვენი სამშობლო მრავალი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეროვნული წარმომავლობისა თუ რელიგიური განსხვავებულობისა, გვმართებს ღირსეულად ვზიდოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე და ამაში ჩვენ ყველა მუსლიმანმა ჩვენი კუთვნილი აგური უნდა დავაშენოთ ქვეყნის გამთლიანების შერიგებისა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული აღმშენებლობის საქმეში. ხოლო ის, რაც ხდება დღეს (ეგრეთ წოდებულ სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოში) ყოველივე ამას ეწინააღმდეგება, რადგან უმოძრაობა, პასიურობა და სირაქლემას პოზიციაში ყოფნა ეს იგივე დანაშაულია“ – აცხადებს ჯამბულ აბულაძე
ჭელის წინამძღვრის თქმით, სამუფთო სამმართველომ 21–ე საუკუნის მოთხოვნებს თავი ვერ გაართვა. ვერ დაიცვა მუსლიმთა უფლებები. ამის მიზეზად, აბულაძე სამუფთო სამმართველოში რეფორმების განუხორციელებლობას ასახელებს.
„ვერავინ
დასახელებს ამ
სამმართველოს მმართველების
მიერ განხორციელებულ
პროექტებს ან
შეთავაზებებს.
პირიქით, მათ ვერ
დაიცვეს მუსლიმი
მრევლი
დედოფლისწყაროში,
ვერ დაიცვეს
მრევლი
სამთაწყაროში,
ვერ დაიცვეს
მრევლი
ნიგვზიანში, ვერ
დაიცვეს მრევლი
ქობულეთში,
ჭელაში,
ციხისძირში
და
ა.
შ. შავბნელი
ძალებისაგან.
სამუფთო სამმართველო ვერ აწარმოებს დიალოგებს ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა კონფესიის წინამძღვრებთან, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მიაღწიონ საერთო გადაწყვეტილებას, ერთად იბრძოლონ ქვეყანაში სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებისათვის.
სამუფთო სამმართველომ, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, ვერ მოაგვარა იმამების კვალიფიკაცის ამაღლებისათვის და მათი დარეგისტრირებისათვის მეტად საჭირო პროცედურის წარმართვა. ( ანუ არცერთ იმამს არ გააჩნია რაიმე დამადასტურებელი თუნდაც სამუფთოს მიერ გაცემული ნაგლეჯი ფარატინა ქაღალდიც კი).
სამუფთო სამმართველო თავის დაქვემდებარებულ იმამებს საერთოდ მოწყვეტილია კავშირს, რომლებსაც არანაირი ინფორმაცია არ აქვთ სამუფთოში მიმდინარე პროცესებთან. სამუფთოს ჰყავს, მხოლოდ ეგრეთ წოდებული პრივილეგირებული იმამები, რომლებიც მიტმასნილნი არიან გამორჩენის მიზნით რაღაც სარგებელი ნახონ“.
მისივე თქმით, სამუფთო სამმართველომ ვერ შეძლო და ვერ აწარმოა მოლაპარაკება, დაერწმუნებინა ავტონომიის ხელისუფლება ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საჭიროებასთან დაკავშირებით. სამმართველომ, ასევე, ვერ მოახერხა მოქმედი მეჩეთების რეგისტრაცია. ჯამბულ აბულაძე სამარცხვინო ფაქტად თვლის „მეჯლისის“ უმოქმედობას და მიიჩნევს, რომ იგი მხოლოდ ფორმალობაა.
ჯემალ პაქსაძე სამუფთოს სრულ რეორგანიზაციას მოითხოვს.
მისი თქმით, უნდა მოხდეს შეხვედრა ყველა წამყვან სასულიერო და საერო მუსლიმან პირებთან და ჩამოყალიბდეს დროებითი სამუშაო კომისია, რომელიც შემდგომში შეხვედრებს ორგანიზებას გაუწვეს. ასევე, უნდა მოხდეს ახალი მეჯლისის არჩევა, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი აზრით, მუფთი ამა თუ იმ საკითხს ერთპიროვნულად არ უნდა წყვეტდეს. ჭელის წინამძღვარი ფიქრობს, რომ ქალბატონებს მეჯლისში წარმომადგენელი აუცილებლად უნდა ჰყავდეთ, რადგან მათი უფლებების დაცვაც მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მუფთი არჩევნების გზით უნდა შეირჩეს.
„ასევე, აუცილებლად უნდა აღდგეს კავშირი მუფთსა და იმამებს შორის და ეს კავშირი მხოლოდ შეთანხმებულ და ერთსულოვან სამსახურს გულისხმობს, ასევე უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ ყველა იმამს ესაჭიროება სათანადო ანაზღაურება, რათა მათ ღირსეულად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. “
ჯამბულ აბულაძე მიმართვაში ასევე უნდობლობას უცხადებს დღევანდელ მთავრობას.
„მე პირადად, ჯამბულ აბულაძე (ჭელის მეჩეთის წინამძღვარი და იმამი) უნდობლობას ვუცხადებ დღევანდელ მმართველ გუნდს, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა თანაბრად პასუხისმგებელია ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენს თავს ხდება.“
ჭელის წინამძღვრის თქმით, ხვალ იგი ბათუმში სრულიად მუსლიმთა მუფთს შეხვდება. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დეტალებს „მეცხრე არხი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
|