რელიგია
დღეს ყველა ცნობილი და უცნობი წმინდანის ხსენებაა
სულთმოფენობის მომდევნო კვირას აღინიშნება ყოველთა წმიდათა კვირა, ერთდროულად ყველა ცნობილი და უცნობი წნინდანის ხსენება. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს სახარებიდან იესო ქრისტეს სწავლებას სთავაზობს, იმის შესახებ თუ რა გზით არის შესაძლებელი საუკუნო ნეტარების დამკვიდრება. უფალი მცნებად დებს მისი სახელის აღიარებას ადამიანთა წინაშე, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან სხვები.

,,ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა , მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა და რომელმან უვარმყოს მე წინაშე კაცთა, უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა"(მათე 10–32,33) - როცა შეურაცხყოფენ სიწმინდეს, მართლმადიდებელ სარწმუნოებას, არ ეგების დადუმება, არამედ ჭეშმარიტების აღიარება და მგმობელთა მხილება.

უფალი მისადმი სიყვარულს ყველაფერზე მაღლა აყენებს ,,რომელსა უყვარდეს მამაი, ანუ დედაი უფროის ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.."(მათე 10,37) და ამბობს, რომ საკუთარი ჯვრის გარეშე ვერავინ მივა უფალთან და ,,რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს".
| Print |