რელიგია
წმინდა ნინოს გზის მომლოცველთა მსვლელობა სვეტიცხოველში დასრულდა
13 ივლისს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება. დღეს დასრულდა ასევე წმ. ნინოს გზის მომლოცველთა მსვლელობა, რომელიც 1-ელ ივნისს ფოკაში, ნინოობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ დაიწყო.

წირვა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა -უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
| Print |