რელიგია
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში პარაკლისი აღავლინა
საქართველოს დელეგაციის წევრები კახის წმინდა გიორგის ეკლესიას ეწვივნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, თეოდორემ (ჭუაძე) სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინა.

„დღეს ქართველი მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული - წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ბორბალზე წამების დღეა. წმინდა გიორგი საქართველოსთვის დიდი დატვირთვის მატარებელი სიმბოლოა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ტრადიციად დაამკვიდრა ამ დღის აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად აღნიშვნა. ტრადიცია არც წელს დაირღვა - 120 წევრიანი დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს, მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოსა და მერიის, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელთა შემადგენლობით, დღეს კახის რაიონში ჩავიდა.

დელეგაციის წევრები კახის წმინდა გიორგის ეკლესიას ეწვივნენ, სადაც სადღესასწაულო პარაკლისი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, თეოდორემ (ჭუაძე) აღავლინა. წირვის დასრულების შემდგომ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა კახის მცხოვრებ მართლმადიდებლებს საჩუქრად 150 ბიბლია გადასცეს“,
- ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |