რელიგია
საშობაო მსახურება მართლმადიდებლურ ტაძრებში 00:00 საათზე დაიწყება
წმ. შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო მსახურება 00:00 საათზე დაიწყება. ახალციხის მსგავსად, საშობაო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ერთსა და იმავე დროს აღევლინება. ინფორმაციას მსახურების დაწყების შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 
„დღეს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შესრულდება ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება, რომელსაც აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). მსახურება 00:00 საათზე დაიწყება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ მაცხოვრის შობას იზეიმებს. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.

| Print |