სომხურ სამოციქულო ეკლესიაში დიდმარხვა დაიწყო
სომხურ სამოციქულო ეკლესიაში 12 თებერვალს, დიდი მარხვა დაიწყო. მარხვის დროს ადამიანები მხოლოდ მცენარეულ საკვებს იყენებენ. მარხვის დროს უარს ამბობენ არა მხოლოდ საკვების შეზღუდვაზე, არამედ მავნე ჩვევებზე, როგორიცა ზედმეტი საუბარი, ტყუილი, გინება და სხვა ცოდვა.
,,ცოდვისგან თავის დაღწევის გარეშე საკვებზე უარის თქმას აზრი არ აქვს. „სატანა ყოველთვის მარხულობს, არაფერს ჭამს, მაგრამ ცოდვის ჩადენას არ წყვეტს და არ იღლება“, – ამბობს წმინდა გრიგორ ტათეველი.
„მთაზე ქადაგებაში“ ქრისტე საუბრობს მარხვაზე; „და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.“ (მათეს სახარება 6:16-18).
მარხვის 40 დღე სიმბოლოა ქრისტეს ორმოცდღიანი ლოცვის, მარხვისა და მონანიების უდაბნოში. ორმოცდღიან მარხვას მოჰყვება კიდევ ერთი ერთკვირიანი პერიოდი – წმინდა კვირა. ამიტომ მარხვა სულ 48 დღე გრძელდება.
დიდმარხვა მოიცავს შვიდ კვირას, შვიდ დასამახსოვრებელ დღეს: ძირითად ბარეკენდანს (ყველიერს), არტაქსუმს (გასვლის იგავი), ანარაკს (იგავი უძღები შვილის შესახებ), ტნტესი, დათავორი (იგავი ღვთის სამსჯავროზე), გალსტიანი (მოვლინება) და წაღკაზარდი (ბზობის კვირა).
დიდ მარხვას მიჩინკი ყოფს. მარხვა ამ დღეს არ ირღვევა, უბრალოდ ხალხური ტრადიციების მიხედვით ამ დღეს სამარხვო გათას (ბაგარჩს) ამზადებენ.
დიდმარხვაში, ძველი წეს-ჩვეულებების თანახმად, ნიშნობა და მსხვერპლშეწირვა (სამხთო) იკრძალებოდა. თუმცა, როგორც jnews.ge-სთან მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი აღნიშნავს, კათალიკოს ვაზგენ ა-ს განკარგულებით, საჭიროების შემთხვევაში, ნებადართულია ნიშნობა დიდმარხვის კვირას და კვირაობით, გარდა „ვნების კვირეულის“ ყველა დღისა.
დიდმარხვის შემდეგ მაშინვე იწყება წმინდა კვირა, რომელიც მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებაში ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, მის გამარჯვებით შესვლას იერუსალიმში (ბზობის კვირა), ბოლო ვახშამი, ღალატი, ვნება (ტანჯვა), ჯვარცმა, სიკვდილი, დაკრძალვა და ბოლოს, აღდგომა.