რელიგია
ყვიბისის ტაძარში ფრესკები ზიანდება
ყვიბისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი სავარაუდოდ, მე-12 საუკუნით თარიღდება. წლების წინ მთავარანგელოზის ეკლესიის სახურავი შეაკეთეს, ხოლო 2005 წელს ეკლესია მოიხატა ადგილობრივი მთავრობისა და დავით გელაშვილის ფინანსური მხარდაჭერით. დღესდღეობით ტაძარი მოქმედია.

სოფელ ყვიბისის ტაძრის მრევლი დავით ბაღდავანიძე, სოციალურ ქსელში ტაძრის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას თხოვს.

„ჩვენი სოფლის მთავარანგელოზთა უძველესი ტაძარი ითხოვს დაუყოვნებლივ შეკეთებას. კერძოდ აღსადგენია ტაძრის გარე ფასადი, რომელიც საჭიროებს ეგრეთწოდებულ ,,ბათქაშს’’ გალესვას. აღსადგენია ასევე ტაძრის გალავანი, რომელიც იშლება და დანგრევის პირასაა და რაც მთავარია შესაცვლელია ტაძრის სახურავი, რომელიც დაზიანებულია და რამოდენიმე ადგილას წყალიც ჩამოვიდა, დაზიანდა ფრესკებიც.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სალოცავისთვის, რომელიც მფარველია არა მარტო ჩვენი სოფლის, არამედ მთელი ხეობის. გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ტაძარს, ვისაც რითი შეგიძლიათ. შემოწირულობის მსურველებს თანხა შეუძლიათ დარიცხონ მითითებული ანგარიშის ნომერზე.

საქართველოს ბანკი : GE79BG0000000539622222 საკონტაქტო ნომერი: 514004845 გთხოვთ გადააზიაროთ!
„ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |