30 ივნისს ქართველი მართლმადიდებლები ეროვნული გმირისა
და ქრისტიანობისთვის წამებული რაინდის შალვა ახალციხელის ხსენების
დღეს აღნიშნავენ. ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის
მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვას მარგვეთისა და უბისის
მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი აღავლენს. დიდ-მოწამე შალვა
ახალციხელი წმინდა თამარის მხედრობაში გამორჩეული მეომარი
იყო. უანგარო მსახურებისათვის თამარმა მას ჯილდოდ
მანდატურთუხუცესობა უბოძა და მხედართა შორის მთავრადაც დაადგინა.
მისმა ძმამ, იოანემ კი ჯერ ქალაქ კარის მმართველობა და მენაპირე
სარდლობა მიიღო, ხოლო შემდეგ ათაბაგობა და ამირთამირობა. თამარ მეფის
ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას
წინამძღოლობდნენ „კაცნი მხნენი და ყოვლად ჩინებულნი ბრძოლასა შინა“ –
მანდატურთუხუცესი შალვა და მისი ძმა იოანე. ამ ბრძოლაშიც მრავალი
სახელოვანი მეომარი დაჩრდილეს ძმებმა საკვირველი სიმამაცითა და
საზრიანობით. მე–13 საუკუნის პირველ ნახევარში, მაშინ, როდესაც
საქართველოში ჯალალედდინი გაბატონდა, მან ქართველ მხედართმთავარს
მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, რაზეც ჯალალედდინმა მტკიცე უარი
მიიღო. ქრისტეს მხედრის ურჩობითა და კადნიერებით გაკვირვებულმა
და შერცხვენილმა ჯალალედინმა მისი გაშიშვლება და სასტიკად გუემა
ბრძანა. მტარვალებმაც სწრაფად აღასრულეს მისი ნაბრძანები და უპატიოდ
ათრიეს და უწყალოდ გვემეს სრულიად შიშველი წმინდა მოწამე. ნეტარი კი
„სიხარულითა გულისაითა აქებდა უფალსა და მადლობასა შესწირვიდა მას“.
დიდად ნატანჯი და ნაგვემი დიდმოწამე საპყრობილეში ჩააგდეს და ყოველდღე
აწამებდნენ, ხოლო იგი გამუდმებით ლოცულობდა და მარხულობდა. „და
ესრეთ რაოდენისამე დღისა შემდგომად… პირად პირადითა მძვინვარითა
ტანჯვითა განცდილმან აღასრულა ჰსრბაი მარტვილებითი და ესრეთ ქრისტემან
ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან, მისცვალა თვისთანა დიდი იგი
გოდოლი კეთილმსახურებისა და ადიდა წმიდაი თვისი ზეციერითა დიდებითა“.
და სადაც ფარულად დაფლეს მისი მრავალვნებული გვამი, იმ ადგილს ნათლის
სვეტი დაადგა და მრავალი მორწმუნის მიერ იქმნა თაყვანისცემული.
წყარო: http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/shalva.htm
30 ივნისს ქართველი
მართლმადიდებლები ეროვნული გმირისა და ქრისტიანობისთვის წამებული
რაინდის შალვა ახალციხელის ხსენების დღეს აღნიშნავენ. ახალციხის
წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო
წირვა–ლოცვას მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი
აღავლენს.
დიდ-მოწამე შალვა ახალციხელი წმინდა თამარის მხედრობაში
გამორჩეული მეომარი იყო. უანგარო მსახურებისათვის თამარმა მას
ჯილდოდ მანდატურთუხუცესობა უბოძა და მხედართა შორის მთავრადაც
დაადგინა. მისმა ძმამ, იოანემ კი ჯერ ქალაქ კარის მმართველობა და
მენაპირე სარდლობა მიიღო, ხოლო შემდეგ ათაბაგობა და ამირთამირობა.
თამარ მეფის ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ
მხედრობას წინამძღოლობდნენ „კაცნი მხნენი და ყოვლად ჩინებულნი
ბრძოლასა შინა“ – მანდატურთუხუცესი შალვა და მისი ძმა იოანე. ამ
ბრძოლაშიც მრავალი სახელოვანი მეომარი დაჩრდილეს ძმებმა საკვირველი
სიმამაცითა და საზრიანობით.
მე–13 საუკუნის პირველ ნახევარში, მაშინ, როდესაც საქართველოში
ჯალალედდინი გაბატონდა, მან ქართველ მხედართმთავარს მაჰმადიანობის
მიღება მოსთხოვა, რაზეც ჯალალედდინმა მტკიცე უარი მიიღო. ქრისტეს
მხედრის ურჩობითა და კადნიერებით გაკვირვებულმა და შერცხვენილმა
ჯალალედინმა მისი გაშიშვლება და სასტიკად გუემა ბრძანა. მტარვალებმაც
სწრაფად აღასრულეს მისი ნაბრძანები და უპატიოდ ათრიეს და უწყალოდ
გვემეს სრულიად შიშველი წმინდა მოწამე. ნეტარი კი „სიხარულითა
გულისაითა აქებდა უფალსა და მადლობასა შესწირვიდა მას“.
დიდად ნატანჯი და ნაგვემი დიდმოწამე საპყრობილეში ჩააგდეს და
ყოველდღე აწამებდნენ, ხოლო იგი გამუდმებით ლოცულობდა და
მარხულობდა. „და ესრეთ რაოდენისამე დღისა შემდგომად… პირად
პირადითა მძვინვარითა ტანჯვითა განცდილმან აღასრულა ჰსრბაი
მარტვილებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან,
მისცვალა თვისთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა და ადიდა წმიდაი
თვისი ზეციერითა დიდებითა“. და სადაც ფარულად დაფლეს მისი
მრავალვნებული გვამი, იმ ადგილს ნათლის სვეტი დაადგა და მრავალი
მორწმუნის მიერ იქმნა თაყვანისცემული.
წყარო: http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/shalva.htm