რელიგია
ახალციხეში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღნიშნეს
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს ზეიმობს.

დღესასწაულის  აღსანიშნავად, ქვეყნის მასშტაბით სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა ლოცვა დილის ცხრა საათზე დაიწყო. ტაძრის მღვდელმსახურმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


| Print |