მეუფე სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად დაინიშნა
მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტად
დაინიშნა. მას შემდეგ რაც მიტროპოლიტმა ბორჯომისა და ბაკურიანის
ეპარქია დატოვა, იგი ათონის მთაზე იმყოფებოდა.
მიტროპოლიტი სერაფიმე 2016 წლის გაზაფხულამდე, 21 წლის განმავლობაში,
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი იყო. ეპარქიას დროებით
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, შემდეგ კი გორისა
და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მართავდნენ.
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში
ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) დაინიშნა, რომელიც მანამდე
გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიას ხელმძღვანელობდა.