საზოგადოება
19 იანვარს მართლმადიდებლები ნათლისღებას აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება. წირვის დასრულებამდე ეკლესიებში წყალი იკურთხება და მრევლს დაურიგდება.

ამის შემდეგ, სასულიერო პირები და მორწმუნეები მდინარის ნაპირებთან გადაინაცვლებენ, სადაც წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება და მრევლი წყალში განიბანება. შესრულდება ნათლობის რიტუალიც.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა.

წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”
| Print |