მდინარე მტკვარზე ნათლობისა და განბანვის რიტუალი შესრულდა
12:45 / 21.01.2017
მართლმადიდებელი ეკლესია19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს
აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა.
წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა
მდინარის ნაპირებთან გადაინაცვლეს, სადაც მეუფე თეოდორემ წყალი
აკურთხა. მდინარე მტკვარში შესრულდა ნათლობის და განბანვის
რიტუალები.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში, იოანე ნათლისმცემლის მიერ,
იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა
და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი
საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ"