რელიგია
ბორჯომელი მრევლი სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ბორჯომელმა მრევლმა გერმანიის ეპარქიის ერთ-ერთი დეკანოზის, თამაზ ლომიძის მიერ გავრცელებული განცხადება აქციაზე გააპროტესტა. ადგილობრივები სასულიერო პირებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.


დეკანოზის მიერ, სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიისა და ავსტრიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმე (ჯოჯუას) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.

აქციაზე მრევლმა, მეუფე სერაფიმეს ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში დაბრუნება მოითხოვა.

შეგახსენებთ,მეუფე სერაფიმე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ბოლო 21 წლის განმავლობაში მართავდა, ამ წლების განმავლობაში, მეუფემ ბორჯომელი მრევლის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

 


| Print |