Error
30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება
მართლმადიდებლური სამყარო 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაბათში, წმინდანის სახელობის ტაძარში. 

მართლმადიდებლური სამყარო 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაბათში, წმინდანის სახელობის ტაძარში. 

13900506_1167589029965866_1895881704_n

წმინდა დიდმოწამე მარინე ანტიოქიაში წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით დაობლებულის ზრუნვა მამამ  ძიძას მიანდო, რომელმაც იგი ქრისტიანული ერთგულებით აღზარდა.

როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო,  ქრისტიანების დასასჯელად ანტიოქიაში ეპარქი ოლიბრი გაგზავნა. იგი მარინეს სილამაზით მოიხიბლა და გადაწყვიტა სარწმუნოების უარყოფასა და ცოლობაზე დაეყოლიებინა.  თუმცა,  ვერც მუქარამ და ვერც პირფერობამ გაჭრა. ქალწულმა  სჯულის შეცვლაზე უარი თქვა. განრისხებულმა ეპარქმა, მისი წამება ბრძანა. წმინდა მარინემ უფლის მეოხებით, არაერთი განსაცდელი დაითმინა. ბოლოს კი მას თავი მოჰკვეთეს. ქალწულთან ერთად სარწმუნოებისთვის 1 500 ქრისტიანი ეწამა.

| Print |