“ასურელები ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ მეუფე სერაფიმე” – არქიმანდრიტი სერაფიმ ბით–ხარიბი
არქიმანდრიტი სერაფიმ ბით–ხარიბი მეუფე სერაფიმეს გარშემო
განვითარებულ მოვლენებს, სოციალური ქსელით ეხმაურება.
“ჩვენ, ასურელები ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მეუფე დიდი სიყვარულით.
ჩააბარეთ ამ ადამიანს ეპარქია, ჩვენ გვიყვარს ეს ადამიანი. იგი ერთ
ერთია, ვინც ასურელებს ხელი გაუწოდა გაჭირვების ჟამს. პირველი
მღვდელმთავარია, რომელიც ჩამოვიდა და მოინახულა ჩვენი პატარა ერი და
თანადგომით გამოირჩეოდა. ეხლა კი ვიღაც უნამუსო მღდლების გამო და
ვიღაც მონაზონ ქეთევანის ცილისწამების გამო, დააწერინეს და უარი
ათქმევინეს ახალ ჩაბარებულ ეპარქიაზე, რა ხდება ხალხნო ამიხსენით, თუ
არ სურთ მათ მეუფის მიღება ჩვენ ასურელები ყოველთვის მზად ვართ,
მივიღოთ მეუფე და მასთან ერთად ვადიდოთ ღმერთი” – წერია განცხადებაში,
რომელსაც არქიმანდრიტი სერაფიმე ფეისბუქით ავრცელებს.