ქრისტიანულმა სამყარომ დღეს, 9 აპრილს, იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა – ბზობის დღესასწაული იზეიმა.
ეს დღე ახალციხეში წირვით აღნიშნა კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლმა. რაბათის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეკრებილმა მoრწმუნეებმა, სახარებიდან ის ადგილი წაიკითხა, სადაც ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლაა აღწერილი.
ეკლესიაში ბზა იკურთხა, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. მცენარის რტოები მლოცველებს დაურიგეს. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლმა წმინდა წიარება მიიღო.
სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლმა, ბზობა რაბათის გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში აღნიშნა. ქრისტიანებისთვის შემდეგ ერთი კვირა მძიმეა, რადგან ორშაბათიდან ვნების შვიდეული იწყება.