რელიგია
მეუფე თეოდორე: “ეს არის დღე, როდესაც უფალმა დააწესა უდიდესი საიდუმლოება – ზიარება”
ქრისტიანული სამყარო დიდ ხუთშაბათს იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებს.

მართლმადიდებლები ბასილი დიდის წირვას აღასრულებენ, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს დაადგინა.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როდესაც საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. "თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლიც ჯვარცმამდე შეემთხვა.

| Print |