რელიგია
რაბათის კათოლიკურ ტაძარში, აღდგომის დღესასწაულს, მრევლი ღამისთევით შეეგება
რაბათის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში უფლის აღდგომის დღესასწაულს მრევლი ღამისთევით შეეგება. სადღესასწაულო ღვთისმსახურება 15 აპრილს 21:00 საათზე დაიწყო. ტაძრის წინამძღვარმა წმინდა კელაპტარი წირვის დაწყებამდე ეზოში აანთო, ცეცხლი ტაძარში შეაბრძანა და მორწმუნეებს გაუნაწილა. ორსაათიანი ლუტურგიის შემდეგ ტაძარში შეკრებილებმა ერთმანეთს უფლის აღდგომა ახარეს.

განკაცებული უფალი ჯვარცვის შემდეგ მკვდრეთით აღდგა. მორწმუნეები ამ წმინდა დღეს ერთმანეთს ტრადიციულად წითელი კვერცხებით ულოცავენ.

გადმოცემის თანახმად, აღდგომას მარიამ მაგდალინელი რომში შევიდა და სახარება იქადაგა. მას თან პირველი სააღდგომო კვერცხი ჰქონდა. მარიამმა ქადაგებისას .წარმოსთქვა: "ქრისტე აღსდგა" და კვერცხი წითლად შეიღება.

წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 16 აპრილს სრულიად ქრისტიანული სამყარო ზეიმობს.



| Print |