რელიგია
სოფელ ღრელში მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი შეემატა. ღრელში წმინდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დღეს, 10 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა. პირველი წირვა მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. მისი თქმით, ამიერიდან, დღევანდელ დღეს ღრელის ტაძარში ყოველწლიურად საზეიმოდ აღნიშნავენ.

ღრელში ეკლესია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის ზაზა მელიქიძის პირადი ხარჯებითა და ქველმოქმედების შემოწირულობებით, სამი წლის განმავლობაში შენდებოდა. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივებიც.

ღრელის მაცხოვრებლებს სოფელში, ამ დრომდე სალოცავი არ ჰქონდათ.


| Print |