რელიგია
საინგილოში მართლმადიდებლური ტაძრის შეურაცხყოფის ფაქტს საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება
საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და სულიერ ლიდერს განცხადებით მიმართავს და მართლმადიდებლური ტაძრების დაცვას სთხოვს. საპატრიარქო საინგილოში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში, აზერბაიჯანული ტელეკომპანიის მიერ განხორციელებულ შეუფერებელ დამოკიდებულებას გამოეხმაურა.

"გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა. კერძოდ, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია „arb“-ის ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით „ასრულებს“ შუბერტის „ავე მარიას“.

სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ტელეკომპანია „atv“-მ მკრეხელური შინაარსის კლიპი სწორედ აქ გადაიღო.

ქურმუხის ეკლესია უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავია და ეს აღიარებულია, როგორც მართმადიდებლების, ისე მუსლიმთა მიერაც. ამიტომაც გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში.

ახლახან ინტერნეტ სივრცეში დაიდო ინფორმაცია იმის შესახებაც, როგორი დაუცველი და შეურაცხყოფილია ზაქათალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც.

მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, _ მის აღმატებულება შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.

ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება" – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრელებულ განცხადებაში.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.